სასწავლო პროექტი


    სოციალური      ქსელები     facebook  თუ    skype?

პროექტის მთავარი იდეა:
რადგანაც  სოცილური ქსელები დღეს საკმაოდ აქტუალურია პროექტის იდეაც აქედან მომდინარეობს. მოსწავლეები შეძლებენ მასალების შექმნას, დამოუკიდებლად მოძიებას და მათ გაზიარებას  სოციალური ქსელების მეშვეობით.


  პროექტის აქტუალობა:
ახალი ინფორმაციის მოძიება. მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია, ტექნიკური უნარ–ჩვევების განვითარება, პირადი ინფორმაციის დაცვა. შენახვა და გადაცემა.


  პროექტის მიზნები:
მოზარდთა  და  ზრდასრულთა  უმეტესობა  პასუხისმგებლობით და უსაფრთხოების  პრინციპების  დაცვით  ეკიდება  სოციალურ ქსელში ურთიერთობებს.  საიტები მომხმარებლებს უქმნიან თვითგამოხატვისა და მეგობრული კვშირების დამყარების საუკეთესო საშუალებებს.  მეგობართა წრის გაზრდამ მომავალში შესაძლებელია ხელი  შეუწყოს ახლგაზრდა ადამიანის ინტერესთა სფეროს მრავალფეროვნებას და კარიერულ ზრდას.
 მაგრამ  ამ  საიტებით  სარგებლობასა  და მათზე ურთიერთობების დამყარებას თან  მოსდევს რიგი შესაძლო პრობლემებიც:
პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ  მიაყენოს  ზიანი.
   ქსელებში  განუსაზღვრელი  დროის  განმავლობაში  ყოფნა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა  სწავლასა და ქცევაზე.  გარდა ამისა ისინი შეიძლება  ათავსებდნენ სხვა  მოსწავლეების  შსეურაცხმყოფელ, დაშინებისა და მუქარების  შემცველ მასალებს. რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის  დაპირისპირებასა  და აგრესიას.  პროექტის მიზანია მოსწავლეები  გაეცნონ ინტერნეტით  სარგებლობის სიკეთის, უსაფრთხო და პასუხისმგებლობით გამოყენების აუცილებლობას, იმავდროულდ კომერციული, სოციალური ქსელებით   სარგებლობის    საფრთხეებს.


 მონაწილეთა   ასაკი– 10–11 წელი

ვადების ხანგრძლივობა– 7დღე

მოსალოდნელი შედეგები:
გააცნობიერებს   ქსელში   ზოგიერთი   მასალის   ნახვასთან  და  გადმოწერასთან  დაკავშირებულ   შეზღუდვებს. პირადი  ინფორმაციის  დაცვის  ხერხებს   და  იცავს   მათი გამოყენების  ნორმებს, გაეცნობა სოციალური  ქსელების  უარყოფით  მხარეებს.  ხელს  შეუწყობს ტექნიკური უნარ–ჩვევების   განვითარებას. ასევე  ჩამოუყალიბებს  კომუნიკაციის უნარს.  განუვითარდებათ  ინფორმაციის  დამოუკიდებლად მოპოვების, წყაროების შედარების, მონაცემთა  ანალიზის, ორგანიზებულობის, შემოქმედობითობის,  თანამშრომლობის,  კომუნიკაციების,  პრაქტიკულ ქმედებათა უნარები.


    პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი,  ინტერნეტი,  პროექტორი.

   პროექტის მსვლელობა:
პირველი  კვირა
აქტივობა 1
სამიზნე  ჯგუფს, გავაცნობ პროექტის თემას– facebook თუ    skype ?
  ვესაუბრები  მოსწავლეებს, შემდეგ  თვითონვე  შეეცდებიან  გაიხსენონ თემასთან   დაკავშირებული  ყველა  საკითხი   და ჩამოაყალიბონ  შეკითხვები.  შემდეგ  ეტაპზე   კლასს  გავყოფ   2 ჯგუფად,  სადაც  ხდება მოვალეობების  გადანაწილება  ჯგუფებში: ვინ არის  პასუხისმგებელი კონკრეტული  საქმიანობის  შედეგებზე.  ვინ  არის  შემსრულებელი,  ვინ უკეთესად  ფლობს  საინფორმაციო  ტექნოლოგიებს,  ვინც  ატარებს გამოკითხვას.

აქტივობა 2
შევქმნი   ორ ჯგუფს  და  გავუნაწილებ  დავალებებს. მოსწავლეებს მივუთითებ  ინფორმაციის  წყაროებს.
I ჯგუფი
ჩაატარებს  გამოკითხვას  სკოლის  ბაზაზე  (შეაგროვებენ  მონაცემებს)
II ჯგუფი
მოიძიებენ  ინფორმაციას  საქართველოში   თინეიჯერთა   რა რაოდენობა მოიხმარს  Facebook  და Skype-ს.
აქტივობა 3. შემდეგ   ეტაპზე  შევაჯერებთ   ორივე  ჯგუფისგან  მოპოვებულ მონაცემებს
აქტივობა 4.   პრეზენტაციის  მომზადება
აქტივობა 5.   პრეზენტაციის  ჩვენება
აქტივობა 6.    პროექტის შეჯამება –შეფასება

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი
ისტი
ისტ ტექნ.V.მოსწავლეს სეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ–ის გამოყენებისას.

პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა ცეცხლაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xatunacecxladze@gmail.com